განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი, ჩოხატაურის სოფელ გორა ბერეჟოულში კოლეჯ „ჰორიზონტს“ ეწვია
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი, ჩოხატაურის სოფელ გორა ბერეჟოულში კოლეჯ „ჰორიზონტს“ ეწვია, სადაც პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების გამოფენა დაათვალიერა და სატყეო მიმარულების პროგრამის პირველ კურსდამთავრებულებს სერტიფიკატები გადასცა. კოლეჯის მშენებლობა სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა. სასწავლებლი აღჭურვილია თანამედროვე მატერიალურ-ტექნიკური რესურსებით. საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი კოლეჯი 100 სტუდენტზეა გათვლილი და მსურველებს სთავაზობს მრავალფეროვან საგანმანათლებლო პროგრამებს, მათ შორის, მევენახეობას, სატყეო საქმეს, ინფორმაციულ ტექნოლოგიებს, ბუღალტრულ აღრიცხვას, მებაღეობას და სხვა.
