რუხის რესპუბლიკური საავადმყოფო ზუგდიდის სოფლებში უფასო სამედიცინო აქციებს მართავს
რუხის რესპუბლიკური საავადმყოფო ზუგდიდის სოფლებში უფასო სამედიცინო აქციებს მართავს. კონსულტაციები და გამოკვლევები პაციენტებს, სპეციალისტებმა სოფელ ჩხორიის ამბულატორიაში ჩაუტარეს. პროცესს ჯანდაცვის მინისტრი, გაეცნო. მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, სახელმწიფო აქტიურად მუშაობს, რომ ყველაზე შორეულ სოფლებშიც, ჰქონდეს მოსახლეობას საშუალება დროული და ხარისხიანი სამედიცინო დახმარება მიიღოს. მინისტრთან ერთად, სოფლის ამბულატორიაში ადგილობრივი და საპარლამენტო ხელისუფლების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.
