ლაგოდეხში სტიქიის შედეგებს მეორე დღეა ებრძვიან
ლაგოდეხში სტიქიის შედეგებს მეორე დღეა ებრძვიან. ძლიერი წვიმის შედეგად კაბალი-ბაისუბნის დამაკავშირებელი ხიდი დაზიანდა, რის გამოც გზის აღნიშნულ მონაკვეთზე ავტომობილების გადაადგილება შეზღუდულია. ხიდის დაზიანების ხარისხზე დასკვნა ექსპერტებმა უნდა დადონ. ინტენსიურ რეჟიმში მუშაობს მძიმე ტექნიკა. სოფლის შიდა და ცენტრალურ მაგისტრალზე წყალის დინება შეწყვეტილია. უხვი ნალექის შედეგად ნინოს ხევი, შრომის ხევი, კაბალისა და არეშფერანის მდინარე გუშინ ადიდდა, დაიტბორა სახლების პირველი სართულები, ეზოები და საკარმიდამო ნაკვეთები. მოსახლეობას დაუზიანდა ავეჯი და ტექნიკა. სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებს, საგანგებო შტაბი ხელმძღვანელობს.
