დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტზე, საქართველოს პროკურატურამ უცხო ქვეყნის მოქალაქეს წარუდგინა ბრალი და სასამართლოს პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით მიმართავს
დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტზე, საქართველოს პროკურატურამ უცხო ქვეყნის მოქალაქეს წარუდგინა ბრალი და სასამართლოს პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით მიმართავს. საგამოძიებო მოქმედებები საპოლიციო უწყებამ ჩაატარა, საიდანაც ირკვევა, რომ ბრალდებულმა „ალფა-პე ვე პე“. რეალიზაციის ხელშეწყობის მიზნით, 26 პაკეტად დააფასოვა, საიდანაც 12 პაკეტი თბილისში სხვადასხვა ადგილზე განათავსა, ხოლო ნაწილს თავისივე საცხოვრებელ სახლში ინახავდა. დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
