საქართველოში 200 კილოგრამი ჰეროინის შემოტანის ფაქტზე დაკავებულ ირანის მოქალაქეს, სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა
საქართველოში 200 კილოგრამი ჰეროინის შემოტანის ფაქტზე დაკავებულ ირანის მოქალაქეს, სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა. ბრალდებულმა, რომელიც სატვირთოს მძღოლია განაცხადა, რომ მას არ შეუმოწმებია ტვირთი, რადგან უფლება არ ჰქონდა. საქართველო იყო ტრანზიტი საბოლოო დანიშნულების ადგილი კი ბულგარეთი იყო. თავად კი საქართველოში ტრანზიტული გზით შემოსვლა სამჯერ უფიქსირდება. ბრალდების მხარის ინფორმაციით კი დაკავებულმა საქართველოში, ტვირთში დამალული, 200 კილოგრამი „ჰეროინი“ ირანიდან, აზერბაიჯანის გავლით, „წითელი ხიდიდან“ შემოიტანა, რაც 50 მილიონზე მეტი ღირებულებისაა.
