ბერლინში პალესტინა-ისრაელის კონფლიქტთან დაკავშირებით გერმანიის ხელისუფლების პოზიცია ათასობით ადამიანმა გააპროტესტა
ბერლინში პალესტინა-ისრაელის კონფლიქტთან დაკავშირებით გერმანიის ხელისუფლების პოზიცია ათასობით ადამიანმა გააპროტესტა. ოფიციალური მონაცემებით, დემონსტრაციაში 60 ათასამდე ადამიანი მონაწილეობდა, ორგანიზატორები კი აცხადებენ, რომ მანიფესტანტების რიცხვი 100 ათასს აჭარბებდა. აქციის მონაწილეებმა ისრაელის ხელისუფლება პალესტინელი ხალხის გენოციდში დაადანაშაულეს და გერმანიის ხელისუფლებას მოუწოდეს, ისრაელისთვის შეიარაღების მიწოდება შეწყვიტოს.