ისრაელში ანტისამთავრობო გამოსვლები გრძელდება
ისრაელში ანტისამთავრობო გამოსვლები გრძელდება. საპროტესტო აქციები თელ-ავივსა და იერუსალიმში გაიმართა. აქციის მონაწილეებმა ღაზის სექტორში სამხედრო ოპერაციის შეწყვეტა და „ჰამასის“ ტყვეობაში მყოფი მძევლების გასათავისუფლებლად მოლაპარაკების განახლება მოითხოვეს. მათ შეერთებული შტატების პრეზიდენტს ნეთანიაჰუს მთავრობაზე ზეწოლის გაძლიერებისკენ მოუწოდეს.
