სეულში საერთაშორისო პარალიმპიური კომიტეტის გენერალურ ასამბლეაზე რუსეთისა და ბელარუსის ეროვნული პარალიმპიური კომიტეტების წევრობის შეჩერების გახანგრძლივებას მხარი არ დაუჭირეს
სეულში საერთაშორისო პარალიმპიური კომიტეტის გენერალურ ასამბლეაზე რუსეთისა და ბელარუსის ეროვნული პარალიმპიური კომიტეტების წევრობის შეჩერების გახანგრძლივებას მხარი არ დაუჭირეს, რაც იმას ნიშნავს, რომ ორივე ნაკრები მომდევნო პარალიმპიადებზე საკუთარი დროშების ქვეშ ასპარეზობას შეძლებს. უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროში საერთაშორისო პარალიმპიური კომიტეტის ამ გადაწყვეტილებას „ სამარცხვინო“ უწოდეს და აღნიშნეს, რომ ეს რუსულ აგრესიასა და ტერორს კიდევ უფრო წაახალისებს.
