პოლონეთმა დღეს დილით უკრაინაზე რუსეთის მიერ განხორციელებული შეტევის დროს მოიერიშე თვითმფრინავები ააფრინა
პოლონეთმა დღეს დილით უკრაინაზე რუსეთის მიერ განხორციელებული შეტევის დროს მოიერიშე თვითმფრინავები ააფრინა. ინფორმაცია შეიარაღებული ძალების ოპერატიულმა სარდლობამ გაავრცელა. დროებით ჩაიკეტა რამდენიმე ქალაქის, მათ შორის, ლუბლინის და ჟეშოვის საჰაერო სივრცე. შეფერხდა ვარშავის აეროპორტის მუშაობაც.
