რუსეთმა უკრაინის ქალაქებზე მასირებული საჰაერო იერიშები მიიტანა
რუსეთმა უკრაინის ქალაქებზე მასირებული საჰაერო იერიშები მიიტანა. ოკუპანტთა სამიზნე კიევის, ოდესისა და ზაპოროჟიეს ოლქები გახდა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, კიევში თავდასხმას 4 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის 12 წლის ბავშვი. არიან დაშავებულებიც. 20-ზე მეტი ადამიანი დაშავდა ზაპოროჟიეში, სადაც რაკეტა საცხოვრებელ სახლს მოხვდა. ოდესაში კი თავდასხმის შედეგად ღვინის ქარხანას გაუჩნდა ხანძარი. დაზიანებულია საცხოვრებელი სახლები და ინფრასტრუქტურა.
