მოლდოვაში საპარლამენტო არჩევნები ტარდება
მოლდოვაში საპარლამენტო არჩევნები ტარდება. მასში 5 პარტია, 4 კოალიცია და 4 დამოუკიდებელი კანდიდატი მონაწილეობს. ძირითადი დაპირისპირება ორ პოლიტიკურ ძალას, მოქმედი პრეზიდენტის, მაია სანდუს „მოქმედებისა და სოლიდარობის პარტიასა“ და ყოფილი პრეზიდენტის, იგორ დოდონის ოპოზიციურ „პატრიოტულ ბლოკს“ შორის მიმდინარეობს. მმართველი პარტია, დიდი ალბათობით, უმრავლესობის მოპოვებას ვეღარ შეძლებს და იძულებული გახდება, კოალიცია მცირე პოლიტიკურ სუბიექტებთან შეკრას, რომლებიც ბარიერს გადალახავენ. საარჩევნო უბნები ადგილობრივი დროით 21 საათზე დაიხურება, არჩევნების ოფიციალური შედეგები კი ხვალ, ადგილობრივი დროით 15 საათზე გახდება ცნობილი.
