რუსთავის ახლადრეაბილიტირებულ ახალგაზრდობის სასახლეში ღია კარის დღე მოეწყო
რუსთავის ახლადრეაბილიტირებულ ახალგაზრდობის სასახლეში ღია კარის დღე მოეწყო. არაფორმალური განათლების ახალ სივრცეში, სასწავლო პროცესი, 1-ელი ოქტომბრიდან დაიწყება. სხვადასხვა პროგრამაზე, 700-მდე რუსთაველი ახალგაზრდა და მოზარდია რეგისტრირებული. ახალგაზრდობის სასახლე რუსთავში აპრილში გაიხსნა და საგანმანათლებლოს გარდა, ხატვის, სამსახიობო ოსტატობის, ფოლკლორის, ცეკვის ლაბორატორიის, ჯამში 21 სხვადასხვა კლუბს აერთიანებს.
