აჭარის მთავრობის თავმჯდომარე საზღვაო სფეროს წარმომადგენლებსა და მეზღვაურებს შეხვდა
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე საზღვაო სფეროს წარმომადგენლებსა და მეზღვაურებს შეხვდა. როგორც სულხან თამაზაშვილმა აღნიშნა, სექტორის განვითარება როგორც რეგიონის, ასევე ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაზე დადებითად აისახება და თითოეულ მეზღვაურს ექნება მისი უპირობო მხარდაჭერა. შეხვედრის ფარგლებში საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორმა სფეროს წარმომადგენლებს „მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებების პროექტი წარუდგინა. ასევე ისაუბრა, მეზღვაურთა სერტიფიცირებასთან და შრომის პირობებთან დაკავშირებულ საკითხებზე.