„ჯეოანესთეზია 2025“ ბათუმში, გამართულ საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობა ჯანდაცვის მინისტრმა მიიღო
„ჯეოანესთეზია 2025“ ბათუმში, გამართულ საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობა ჯანდაცვის მინისტრმა მიიღო. მე-8 სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია, ანესთეზიოლოგიასა და ინტენსიური თერაპიის საკითხებთან დაკავშირებით გაიმართა. მიხეილ სარჯველაძემ, აღნიშნა, რომ მსგავსი ფორმატის ღონისძიებები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია როგორც გამოცდილების გაზიარების, ისე ახალი ცოდნისა და თანამედროვე პრაქტიკის დანერგვისთვის. კონფერენციის მონაწილეებმა განიხილეს ანესთეზიოლოგია-რეანიმატოლოგიისა და ტკივილის მართვის აქტუალური საკითხები, თანამედროვე მიდგომები და სიახლეები.