ლილო-ორხევის ოლქის მაჟორიტარობის კანდიდატი მამუკა ხაბარელი, ამომრჩეველს საქნავთის დასახლებაში, სოზარ სუბართან და ვარლამ ლიპარტელიანთან ერთად შეხვდა
ლილო-ორხევის ოლქის მაჟორიტარობის კანდიდატი მამუკა ხაბარელი, ამომრჩეველს საქნავთის დასახლებაში, სოზარ სუბართან და ვარლამ ლიპარტელიანთან ერთად შეხვდა. სამგორის დელეგატმა და ყოფილმა მაჟორიტარმა, კანდიდატის პროფესიულ და პიროვნულ მახასიათებლებზე ისაუბრეს. მამუკა ხაბარელმა კი ამომრჩეველს მადლობა გადაუხადა, განხორციელებულ და დაგეგმილ პროექტებზე მიაწოდა ინფორმაცია და დასახლების განვითარების მიმართულებით საკუთარი ხედვა წარუდგინა. თბილისის საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატი ასევე ამილახვარის ქუჩაზე მცხოვრებ, ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულებსაც შეხვდა.
