ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული ირანის მოქალაქისთვის აღმკვეთი ღონისძიების შეფარდებაზე, ამ წუთებში თბილისის საქალაქო სასამართლო მსჯელობს
ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული ირანის მოქალაქისთვის აღმკვეთი ღონისძიების შეფარდებაზე, ამ წუთებში თბილისის საქალაქო სასამართლო მსჯელობს. ბრალდებულმა საქართველოში, ტვირთში დამალული, 200 კილოგრამი „ჰეროინი“ ირანიდან, აზერბაიჯანის გავლით, „წითელი ხიდიდან“ შემოიტანა, რაც 50 მილიონზე მეტი ღირებულებისაა. დაკავებულის ადვოკატის ინფორმაციით ტვირთი ბულგარეთში უნდა გასულიყო და მისი დაცვის ქვეშ მყოფს ნარკოტიკულ საშუალებასთან შეხება არ ჰქონია.
