„თბილისი არენას“ დარბაზში შერეულ საბრძოლო ხელოვნებებში მსოფლიოს ჩემპიონატი დაიწყო
„თბილისი არენას“ დარბაზში შერეულ საბრძოლო ხელოვნებებში მსოფლიოს ჩემპიონატი დაიწყო. მეთექვსმეტედ ფინალურ ეტაპზე საქართველოს სახელით როგორც ახალგაზრდებს, ასევე უფროსი ასაკის მებრძოლებს შორის ცხრა-ცხრა სპორტსმენმა იასპარეზა. იუნიორებში მერვედფინალის საგზური 5-მა მებრძოლმა მოიპოვა. უფროსებს შორის კი მიზანს 6-მა სპორტსმენმა მიაღწია. კიდევ ორი საგზური ოთარ ხუჭუამ და გიორგი წიფიანმა მოიპოვეს, რომელთაც მეტოქეები არ გამოუცხადდნენ. შეჯიბრებაში საერთო ჯამში 57 ქვეყნის 700-მდე მებრძოლი მონაწილეობს და ჩემპიონატი 2 ოქტომბერს დასრულდება.
