თბილისის მარათონი 2025 წარმატებით დასრულდა
თბილისის მარათონი 2025 წარმატებით დასრულდა, სადაც მონაწილეობას 3 ათასზე მეტი მონაწილე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან იღებდა. მარათონელებმა სტარტი რესპუბლიკის მოედნიდან აიღეს და ერთმანეთს ოთხ სხვადასხვა დისციპლინაში შეეჯიბრნენ. გამარჯვებულებს სამახსოვრო ჯილდოები გადაეცათ, ხოლო მონაწილეებს, ვინც ნახევარმარათონი ან 10 კმ-იანი რბენა დაასრულეს, სპეციალური მედლებით და სერთიფიკატებით დაჯილდოვდნენ. ღონისძიებას, რომელსაც კულტურისა და სპორტის სამინისტრო, თბილისის მერია და საბერძნეთის საელჩო უჭერს მხარს, მიზნად ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციას ისახავს, ასევე ქველმოქმედებასა და სპორტული ტურიზმის განვითარებას. სარეგისტრაციო მოსაკრებლებიდან შემოსული თანხა სრულად ქველმოქმედებას მოხმარდება