ინდოეთში, მსახიობ ვიჯაის წინასაარჩევნო აქციაზე მომხდარი ჭყლეტის დროს, 36 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 50-ზე მეტი დაშავდა
ინდოეთში, მსახიობ ვიჯაის წინასაარჩევნო აქციაზე მომხდარი ჭყლეტის დროს, 36 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 50-ზე მეტი დაშავდა, მათგან რამდენიმეს მდგომარეობა კრიტიკულია. ვიჯაიმ გასულ წელს პოლიტიკური პარტია შექმნა და მიმდინარე თვეში საარჩევნო კამპანია დაიწყო, მომავალი წლის დასაწყისში დაგეგმილი რეგიონული არჩევნების წინ. ინდოეთის პრემიერ-მინისტრმა ნარენდრა მოდიმ გარდაცვლილთა ოჯახებს მიუსამძიმრა.
