დონალდ ტრამპმა პორტლენდში სამხედროების გაგზავნის განკარგულება გასცა
დონალდ ტრამპმა პორტლენდში სამხედროების გაგზავნის განკარგულება გასცა. ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს. „დავავალე ომის მდივან პიტ ჰეგსეტს, უზრუნველყოს ყველა საჭირო ძალები, რათა დაიცვას პორტლენდი და საიმიგრაციო სამსახურის ნებისმიერი დაწესებულება, რომელიც ალყაშია „ანტიფას“ და სხვა შიდა ტერორისტების მხრიდან თავდასხმის გამო. ძალოვნებს უფლება აქვთ გამოიყენონ სრული ძალა, თუ ეს საჭირო იქნება,“-აცხადებს თეთრი სახლის ლიდერი. ლოს ანჯელესის, ვაშინგტონისა და მემფისისი შემდეგ, პორტლენდი მეოთხე ქალაქი იქნება, სადაც პრეზიდენტი სამხედროებს გაგზავნის.
