უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა უკრაინის პრეზიდენტს მოუწოდა, ბუდაპეშტის შევიწროება შეწყვიტოს
უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა უკრაინის პრეზიდენტს მოუწოდა, ბუდაპეშტის შევიწროება შეწყვიტოს. „უნგრეთი ნატოს და ევროკავშირის წევრია. უკრაინა კი ამ ორი ორგანიზაციის მხარდაჭერის გარეშე დიდი ხნის წინ ჩამოიშლებოდა. პრეზიდენტო ზელენსკი, სრული პატივისცემით, შეწყვიტე ჩვენი შევიწროება“, – წერს ვიქტორ ორბანი სოციალურ ქსელში. მანამდე ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინის საჰაერო სივრცე სავარაუდოდ უნგრულმა სადაზვერვო დრონებმა დაარღვიეს, რაც უნგრულმა მხარემ იმთავითვე უარყო.
