ლავროვი: უკრაინის მოლოდინი, 2022 წლის საზღვრები დაიბრუნოს, პოლიტიკური სიბრმავეა
„უკრაინის მოლოდინი, 2022 წლის საზღვრები დაიბრუნოს, პოლიტიკური სიბრმავეა“- ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა გაეროს გენერალურ ასამბლეაზე გამოსვლიის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. ლავროვმა კომენტარი რუსული დრონების მიერ ნატოს წევრი სახელმწიფოების საჰაერო სივრცის დარღვევის ფაქტებზეც გააკეთა. მან ასეთი ინციდენტების არსებობა უარყო და განაცხადა, რომ რუსეთს ნატოსა და ევროკავშირის წევრ ქვეყნებზე თავდასხმის განზრახვა არასდროს ჰქონია.
