განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა ხაშურის მუნიციპალიტეტის ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვა
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა ხაშურის მუნიციპალიტეტის ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვა. გივი მიქანაძემ მადლობა გადაუხადა მასწავლებლებს გაწეული ფასდაუდებელი შრომისთვის და მათ შესაბამისი სერტიფიკატები გადასცა. მინისტრმა, პირველ მოადგილე ლევან ღირსიაშვილთან ერთად, ოქროსა და ვერცხლის მედალოსანი, წარჩინებული მოსწავლეებიც დააჯილდოვა.
