ქვემო სამგორის მაჟორიტარობის კანდიდატი ზაქარია წიკლაური გრიგოლ ლორთქიფანიძის ქუჩის მცხოვრებლებს შეხვდა
ქვემო სამგორის მაჟორიტარობის კანდიდატი ზაქარია წიკლაური გრიგოლ ლორთქიფანიძის ქუჩის მცხოვრებლებს შეხვდა. იმის მიუხედავად, რომ ბევრი ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა კიდევ არის დარჩენილი გარკვეული პრობლემები. სკვერის რეაბილიტაცია ჯერ არ არის დასრულებული, ასევე, მოსახლეობა მიუსაფარი ძაღლების თავშესაფრის დემონტაჟს და სხვა ადგილას გადატანას ითხოვს. კანდიდატის თქმით, მათი პრობლემების მოგვარებაში აქტიურად ჩაერთვება.
