თბილისის საკრებულოს მთაწმინდის მაჟორიტარობის კანდიდატი იაკობ ნიკოლაძის ქუჩის მცხოვრებლებს შეხვდა
თბილისის საკრებულოს მთაწმინდის მაჟორიტარობის კანდიდატი, ზურაბ აბაშიძე იაკობ ნიკოლაძის ქუჩის მცხოვრებლებს „ქართული ოცნების“ თბილისის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელ ლევან მაჭავარიანთან, მთაწმინდის დელეგატ დავით კაჭარავასთან და „ქართული ოცნების“ მთაწმინდის რაიონის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელ დავით კირკიტაძესთან ერთად შეხვდა. ისაუბრეს თბილისში განხორციელებულ და დაგეგმილ პროექტებზე, ქალაქის საჭიროებებზე, მოახლოებულ არჩევნებზე, ქვეყნისთვის მშვიდობისა და სტაბილურობის მნიშვნელობაზე.
