ვარლამ წიკალურმა, მოსახლეობას საარჩევნო პროგრამა გააცნო
ქალაქ ვალეს ქუჩები, ფეხით შემოიარა, ახალციხის მერობის კანდიდატმა. ვარლამ წიკალურმა, მოსახლეობას საარჩევნო პროგრამა გააცნო, მათი საჭიროებები მოისმინა და ერთად იმსჯელეს მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებაზე. „ქართული ოცნების“ კანდიდატის თქმით, თითოეული მოქალაქის ინიციატივას, სამომავლო საქმიანობაში აუცილებლად გაითვალისწინებს და მათთან ერთად იზრუნებს, როგორც ვალეზე, ისე მთლიან მუნიციპალიტეტზე.
