თბილისის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე 2 მასშტაბური პროექტი, დასრულების ეტაპზეა
თბილისის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე 2 მასშტაბური პროექტი, დასრულების ეტაპზეა. საბადურის უბანზე მოეწყობა: ვიზიტორთა ცენტრი და ადმინისტრაციული შენობა, პარკინგი, საბავშვო გასართობი და შემეცნებით სივრცე, 55 კმ სიგრძის საფეხმავლო ბილიკების ქსელი, ზედაზენის უბანზე კი, ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდთან თანამშრომლობით, ასევე, მოეწყობა ვიზიტორთა ცენტრი, საფეხმავლო ბილიკები, ფანჩატურები, საკემპინგე და საპიკნიკე სივრცეები და სამთო თავშესაფრები. პროექტების საერთო ღირებულება დაახლოებით 13 მილიონი ლარია. სამუშაოებს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე და დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარე ადგილზე გაეცნენ.
