შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადება
აბსურდსა და დეზინფორმაციას უწოდებს, შინაგან საქმეთა სამინისტრო, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელისა და მისი მოადგილეების შესახებ, ერთ-ერთი მედიის მიერ მომზადებულ სიუჟეტს, რომელიც საპოლიციო უწყების განმარტებით, მიზნად ისახავს მთლიანად სამინისტროს და კონკრეტულად აღნიშნული დეპარტამენტის დისკრედიტაციას. ღირსების შემლახავი ინფორმაცია კი, არ ეყრდნობა არანაირ ფაქტობრივ გარემოებას და მოგონილია.
