ნარკოდანაშაულის ბრალდებით პოლიციამ თბილისში 6 მოქალაქე დააკავა
ნარკოდანაშაულის ბრალდებით პოლიციამ თბილისში 6 მოქალაქე დააკავა. სამართალდამცველებმა ბრალდებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკის შედეგად, ასევე, ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს, მათ მიერ მითითებული ადგილებიდან, ნივთმტკიცებად ამოიღეს სარეალიზაციოდ განთავსებული ნარკოტიკული საშუალება „ალფა-პვპ“, „გამომშრალი მარიხუანა“, „მეტადონი“, და „მეფედრონი“. დანაშაულები 20 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
