ნარკოდანაშაულის ბრალდებით პოლიციამ ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქე დააკავა
ნარკოდანაშაულის ბრალდებით პოლიციამ ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქე დააკავა. სამართალდამცველებმა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, ბრალდებულის ბარგის ჩხრეკის შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის საშუალება ნივთმტკიცებად ამოიღეს, ელექტრო სიგარეტისთვის განკუთვნილი 67 გრამი მარიხუანა, ნარკოტიკული საშუალების შემცველი კარტრიჯები. ასევე, რამდენიმე ათეული კანაფის თესლი. საგამოძიებო მოქმედებები, კრიმინალურმა პოლიციამ და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა ერთობლივად ჩაატარეს
