გახსნილი მკვლელობა
შინაგან საქმეთა სამინისტრომ 11 წლის წინ მომხდარი, ჯგუფურად ჩადენილი მკვლელობა გახსნა. გამოძიების ინფორმაციით, მცხეთის სოფელ წილკანში, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევმა ორმა ადამიანმა შურისძიების მოტივით, ჯგუფურად, განსაკუთრებული სისასტიკით, ცივი იარაღის გამოყენებით მოკლეს თანასოფლელი, განზრახვის სისრულეში მოყვანის შემდეგ კი, გაიტაცეს მოკლულის ავტომანქანა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. დანაშაულში ერთ-ერთ მონაწილეს, რომელიც სხვა სისხლის სამართლის საქმეზე იხდის სასჯელს ბრალი პენიტენციურ დაწესებულებაში, წარედგინა