სოხუმის დაცემის დღე
დღეს საქართველოს ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე მძიმე დღეა. 32 წელი სოხუმის დაცემიდან და 32 წელი დაბრუნებისა და შერიგების იმედით. დღეს ტრადიციულად უამრავმა ადამიანმა გმირთა მოედანზე პატივი მიაგო ომში დაღუპულთა ხსოვნას. დილიდან მემორიალთან მივიდნენ ხელისუფლების პირველი პირები. 32 წლის წინ განცდილი ეს მძიმე ემოცია, არქივში შენახული 27 სექტემბრის კადრების ხილვისას, ისევ ახლდება, თუმცა დევნილად ქცეულ თითოეულ მოქალაქეს დაბრუნების იმედი და მოლოდინი არ კარგავს
