სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა მამუკა მდინარაძემ დაზვერვის სააგენტოს თანამშრომლებს სააგენტოს ახალი ხელმძღვანელი ვლადიმერ კონსტანტინიდი წარუდგინა
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა მამუკა მდინარაძემ დაზვერვის სააგენტოს თანამშრომლებს სააგენტოს ახალი ხელმძღვანელი ვლადიმერ კონსტანტინიდი წარუდგინა. სააგენტოს ხელმძღვანელ პირებთან შეხვედრისას პრიორიტეტული მიმართულებები განიხილეს. ყურადღება გამახვილდა სააგენტოს საქმიანობის ეფექტიანობასა და შესაძლებლობების თვისებრივ გაძლიერებაზე. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა დაზვერვის სააგენტოს მიმართ სრული მხარდაჭერა დაადასტურა, თითოეულ თანამშრომელს გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა და სტრატეგიული მიზნების განხორციელებაში წარმატება უსურვა