სუსის განცხადება
გავრცელდა ინფორმაცია საოკუპაციო ხაზთან არასრულწლოვანების გატაცების შესახებ. ინფორმაციის გავრცელებიდან რამდენიმე წუთში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გაავრცელა განცხადება „ბავშვები ჩვენთან და უსაფრთხოდ არიან“. როდესაც ჩვენ ვცდილობდით გავრცელებული ინფორმაციის გადამოწმებას უწყებიდან ასეთი პასუხი მივიღეთ: ციტატა: ეს არის ისეთი საკითხი, რომლის გადაუმოწმებელმა გავრცელებამ შეიძლება დამაზიანებელი შედეგი მოიტანოს. ამიტომ გთხოვთ, სხვა დროს ჩვენი დასტურის გარეშე ასეთ ინფორმაციას ნუ გაავრცელებთ. როგორც კი მსგავსი საკითხების შესახებ ახალი ამბის ტირაჟირება შესაძლებელი იქნება, ჩვენ თავად მოვახდენთ თქვენი და საზოგადოების ინფორმირებას. როგორც უკვე გაცნობეთ ბავშვები ამ წუთის მდგომარეობით ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე და უსაფრთხოდ არიან
