სირიის ხელისუფლებამ ბაშარ ალ-ასადის დაკავების ბრძანება გასცა
სირიის ხელისუფლებამ ბაშარ ალ-ასადის დაკავების ბრძანება გასცა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. ორდერი, რომელიც სირიის ყოფილი პრეზიდენტის წინააღმდეგ გაიცა, 2011 წელს დარააში მომხდარ შეტაკებებს უკავშირდება. მანამდე სასამართლომ განმარტა, რომ ასადის წინააღმდეგ ბრალდებები განზრახ მკვლელობებს, სამოქალაქო ომის გამოწვევის მიზნით თავდასხმებსა და ადამიანების წამებას მოიცავს. ასადის რეჟიმი სირიელმა ამბოხებულებმა აჰმედ ალ-შარაას მეთაურობით 2024 წლის დეკემბერში დაამხეს, რის შემდეგაც ის რუსეთში გაიქცა
