თეირანმა გერმანიიდან, საფრანგეთიდან და დიდი ბრიტანეთიდან ელჩები გაიწვია
თეირანმა გერმანიიდან, საფრანგეთიდან და დიდი ბრიტანეთიდან ელჩები გაიწვია. გადაწყვეტილება ირანის ხელისუფლებამ მას შემდეგ მიიღო, რაც გაეროს უშიშროების საბჭომ თეირანის წინააღმდეგ სანქციების გადავადებას მხარი არ დაუჭირა. მანამდე საფრანგეთმა, გერმანიამ და დიდმა ბრიტანეთმა ირანის წინააღმდეგ სანქციების აღდგენის მექანიზმი აამოქმედეს, იმ მოტივით, რომ თეირანი ბირთვული პროგრამის შესახებ შეთანხმებას არღვევს. ირანის წინააღმდეგ სანქციები ძალაში 28 სექტემბრიდან შევა