ოფიციალური ბუდაპეშტი ბრიუსელს თავს არ დაუხრის რუსულ ნავთობსა და გაზზე უარის თქმის მოთხოვნის გამო
ოფიციალური ბუდაპეშტი ბრიუსელს თავს არ დაუხრის რუსულ ნავთობსა და გაზზე უარის თქმის მოთხოვნის გამო. ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრი სოციალურ ქსელში წერს და დონალდ ტრამპის კომენტარს აზიარებს, სადაც თეთრი სახლის ლიდერი ამბობს, რომ უნგრეთს არც ზღვაზე გასასვლელი და არც ალტერნატიული მილსადენები აქვს, რათა რუსულ ნავთობსა და გაზზე უარი თქვას. „თუ დაგვტოვებთ რუსული ნავთობისა და გაზის გარეშე,ჩვენი ეკონომიკა 4%-ით დაეცემა, ხოლო ელექტროენერგიის გადასახადი გაიზრდება. ჩვენ ბრიუსელის მოთხოვნას თავს არ დავუხრით, რადგანაც ჩვენი ენერგეტიკული უსაფრთხოება და ჩვენი ოჯახები პირველ ადგილზეა!“ - წერს ორბანი
