„ქართული ოცნების“ აჭარის ორგანიზაციის თავმჯდომარე, წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, იუსტიციის მინისტრთან ერთად ბათუმსა და ხელვაჩაურში მხარდამჭერებს შეხვდა
„ქართული ოცნების“ აჭარის ორგანიზაციის თავმჯდომარე, წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, იუსტიციის მინისტრთან ერთად ბათუმსა და ხელვაჩაურში მხარდამჭერებს შეხვდა. ბათუმის მერობის კანდიდატმა გიორგი ცინცაძემ და ხელვაჩაურის მერობის კანდიდატმა ზაზა დიასამიძემ, სულხან თამაზაშვილთან და პაატა სალიასთან ერთად, მხარდამჭერებს სიტყვით მიმართეს. პარტიის აჭარის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ ქართველი ხალხის არჩევანი არის მშვიდობა, სტაბილურობა და მეტი განვითარება, რაც 4 ოქტომბრის არჩევნებზე კიდევ ერთხელ დადასტურდება. პაატა სალიას განცხადებით კი მნიშვნელოვანია გარე ძალებმა, რომელსაც ჰქონდათ ქვეყნის არეულობის მცდელობა კიდევ ერთხელ დაინახონ ქართველი ხალხის ნება
