ბათუმის რკინიგზის სადგურზე მდებარე იუსტიციის სახლის ფილიალში Just Cafe გაიხსნა
ბათუმის რკინიგზის სადგურზე მდებარე იუსტიციის სახლის ფილიალში Just Cafe გაიხსნა. მომხმარებლებს შესაძლებლობა აქვთ, ფინჯან ყავასთან ან საუზმესთან ერთად მიიღონ ყველა ის დოკუმენტი, რომელთაც იუსტიციის სახლი გასცემს. ადგილზე შესაძლებელია ბიზნესშეხვედრების გამართვაც. ღონისძიებას იუსტიციის მინისტრი, იუსტიციის სახლის თავმჯდომარე, და აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ესწრებოდნენ. მათ ასევე დაათვალიერეს ხელვაჩაურში იუსტიციის სახლის მშენებლობის მიმდინარეობა. სამუშაოები დასასრულს უახლოვდება და ახალი ფილიალი მოქალაქეებს მომხმარებელზე მორგებულ გარემოს შესთავაზებს, რაც სერვისებს უფრო სწრაფს და ხარისხიანს გახდის
