საქართველოს პრეზიდენტი, დონალდ ტრამპისა და მისი მეუღლის სახელით გამართულ ვახშამს დაესწრო
საქართველოს პრეზიდენტი, დონალდ ტრამპისა და მისი მეუღლის სახელით გამართულ ვახშამს დაესწრო. ამის შესახებ მიხეილ ყაველაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა და მათთან ერთად გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა. გაეროში სიტყვით გამოსვლა კი მიხეილ ყაველაშვილმა პარტნიორობის გადატვირთვის საჭიროებაზე საუბრისთვისაც გამოიყენა. ამერიკის შეერთებულ შტატებთან, სტრატეგიული პარტნიორობის განახლება საქართველოს ხელისუფლების ამოცანაა. პრეზიდენტის ამერიკაში ვიზიტი კი როგორც „ქართულ ოცნებაში“ ამბობენ, ამაში მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს
