11 წლის წინ მომხდარი, ჯგუფურად ჩადენილი მკვლელობა გახსნილია
11 წლის წინ მომხდარი, ჯგუფურად ჩადენილი მკვლელობა გახსნილია. ნივთმტკიცებად ამოღებულია, დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა. გამოძიების ინფორმაციით, მცხეთის სოფელ წილკანში, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევმა ორმა ადამიანმა შურისძიების მოტივით, ჯგუფურად, განსაკუთრებული სისასტიკით, ცივი იარაღის გამოყენებით მოკლეს თანასოფლელი, განზრახვის სისრულეში მოყვანის შემდეგ კი, გაიტაცეს მოკლულის ავტომანქანა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. დანაშაულში ერთ-ერთ მონაწილეს, რომელიც სხვა სისხლის სამართლის საქმეზე იხდის სასჯელს ბრალი პენიტენციურ დაწესებულებაში, წარედგინა
