საპოლიციო უწყება, პირობას დებს, რომ ნარკოდანაშაულში ჩართული ყველა მოქალაქე, კანონის სრული სიმკაცრით აგებს პასუხს
საპოლიციო უწყება, პირობას დებს, რომ ნარკოდანაშაულში ჩართული ყველა მოქალაქე, კანონის სრული სიმკაცრით აგებს პასუხს. პოლიციამ 50 მილიონზე მეტი ღირებულების, ტვირთში დამალული, 200 კილოგრამი "ჰეროინი" ამოიღო და ფაქტზე, ირანის მოქალაქე დააკავეს. დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. მტკიცებულებების თანახმად, ავტომობილი საქართველოში ირანიდან, აზერბაიჯანის გავლით, ,,წითელი ხიდიდან" შემოვიდა. საგამოძიებო მოქმედებები, კრიმინალური და საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურისა და შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებთან ერთად ჩაატარეს
