სპორტის მინისტრი ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეებს - ვახტანგ ლოლუასა და გელა ბოლქვაძეს - შეხვდა
შალვა გოგოლაძემ სპორტსმენებს მსოფლიოს ჩემპიონატზე მიღწეული წარმატება მიულოცა. ვახტანგ ლოლუა 55 კილოგრამ წონით კატეგორიაში მსოფლიო ჩემპიონი გახდა, ხოლო გელა ბოლქვაძე ვიცე-ჩემპიონი. შეხვედრას სპორტის სამინისტროს წარმომადგენლები, ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი, ვიცე-პრეზიდენტი და ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი ესწრებოდნენ. ქართველმა სპორტსმენებმა მსოფლიოს ჩემპიონატზე საქართველოს სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით იასპარეზეს