პროფესიონალურ კრივის შოუს ლენოქს ლუისის სახით სპეციალური სტუმარი ჰყავდა
ლეგენდარული მოკრივე თბილისში 2 დღის წინ ჩამოვიდა და ღონისძიებას საქართველოს სპორტის მინისტრთან და თბილისის მერთან ერთად დაესწრო. ლენოქს ლუისი ოლიმპიური ჩემპიონი და სამგზის მსოფლიო ჩემპიონია, რომელსაც კარიერაში 45-დან 42 ბრძოლა აქვს მოგებული. მან კარგად ორგანიზებული საღამოსთვის თბილისის მერსა და პრემიერს მადლობა გადაუხადა.
