შავი ზღვის საერთაშორისო ფესტივალის, „ბათუმური რაფსოდიის“ ფარგლებში, მაყურებელმა მასკანის ოპერა „სოფლის ღირსება“ იხილა
სპექტაკლი ნახევრად საკონცერტო ფორმატში ბათუმის დრამატული თეატრის სცენაზე გაიმართა, სცენაზე იყო სიმფონიური ორკესტრიც. ოპერაში ახალგაზრდა, თუმცა უკვე ცნობილი ქართველი და უცხოელი შემსრულებლები მონაწილეობდნენ. „ბათუმური რაფსოდიის“ ფარგლებში იმართება მასტერკლასები და ახალგაზრდა მომღერლების მოსმენა, რომელსაც მსოფლიოს წამყვანი საოპერო თეატრების აგენტები ესწრებიან.
