პოლონეთის პრეზიდენტი სეიმს „ბანდერიზმის“ აკრძალვის შესახებ კანონპროექტს წარუდგენს. ინფორმაცია მისი კანცელარიის უფროსმა გაავრცელა
ზბიგნევ ბოგუცკის თქმით, კაროლ ნავროცკი ორ კანონპროექტს წარადგენს. პირველი უცხოელებისთვის, მათ შორის, უკრაინელებისთვის პოლონეთის მოქალაქეობის მისაღებად ქვეყანაში მუდმივი ცხოვრების ვადის გაზრდას შეეხება. მეორე კანონპროექტი სისხლის სამართლის კოდექსსა და ეროვნული ხსოვნის ინსტიტუტის შესახებ კანონში შესატან ცვლილებებს გულისხმობს, რომელიც ქვეყნის ხელისუფლებას უფლებას მისცემს, დევნა დაუწყოს მათ, ვინც „ბადერიზმს“ ან „ვოლინის სიცრუეს“ ავრცელებს.
