ბელარუსის პრეზიდენტის თქმით, ის მზადაა, უკრაინელ კოლეგასთან ომის დასრულების საკითხზე ისაუბროს
ალექსანდრ ლუკაშენკოს თქმით, სამი სლავური სახელმწიფო ომის დასრულებაზე უნდა შეთანხმდეს და თუ ეს არ მოხდება, ყველასთვის ცუდი იქნება. რუსულ სამთავრობო მედიასთან საუბრისას ბელარუსის ლიდერმა განაცხადა, რომ მაგიდაზე კარგი წინადადება დევს, რომელიც ზელენსკიმ უნდა მიიღოს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი მთელ უკრაინას დაკარგავს.
