ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ უნგრულმა სადაზვერვო დრონებმა უკრაინის ტერიტორია გადაკვეთეს
„უკრაინულმა ძალებმა დააფიქსირეს ჩვენი საჰაერო სივრცის დარღვევა სადაზვერვო დრონების მიერ, რომლებიც სავარაუდოდ უნგრულია. სავარაუდოდ, ისინი უკრაინის მოსაზღვრე ტერიტორიების სამრეწველო შესაძლებლობებს აკვირდებოდნენ. გავეცი ბრძანება, გადამოწმდეს ყველა არსებული ინფორმაცია და მომზადდეს დეტალური, გადაუდებელი ანგარიში თითოეული დაფიქსირებული ინციდენტის თაობაზე“, - ნათქვამია უკრაინის პრეზიდენტის განცხადებაში.
