სამხედრო სამსახურში, 8 თვის ვადით გაწვეულებმა, ახალქალაქსა და ვაზიანში საბრძოლო მომზადება დაიწყეს
წვევამდელებს, რვა კვირის განმავლობაში სამწყობრო, საცეცხლე, საინჟინრო, სამედიცინო, ტაქტიკური მომზადება ჩაუტარდებათ და კავშირგაბმულობასა და ტოპოგრაფიაში მნიშვნელოვან საკითხებს შეისწავლიან. კურსის დასრულებისა და სამხედრო ფიცის დადების შემდეგ, კი თავდაცვის ძალების ქვედანაყოფებში გადანაწილდებიან,სადაც სამ დღეში ერთხელ იმსახურებენ. წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში ნებაყოფლობით დარეგისტრირებულები დანამატის სახით, ყოველთვიურად 30%-ით მაღალ ანაზღაურებას მიიღებენ.
