ნაკადულის ქუჩაზე მცხოვრებ დევნილებს და წურწუმიას ქუჩის მცხოვრებლებს შეხვდა, „ქართული ოცნების“ ქვემო სამგორის მაჟორიტარობის კანდიდატი ზაქარია წიკლაური
როგორც შეხვედრაზე ითქვა, წურწუმიას ქუჩაზე და მიმდებარე დასახლებაში სულ რამდენიმე წლის წინ არ იყო ელექტროენერგია, ბუნებრივი აირი და წყალგაყვანილობა, ასევე, არ მოძრაობდა საზოგადოებრივი ტრანსპორტი. დღეისთვის ყველა ეს პრობლემა აღმოფხვრილია. მოსახლეობა რეკრეაციული სივრცეების მოწყობას ითხოვს. რაც შეეხება ნაკადულის ქუჩაზე მცხოვრებ დევნილებს, მათ ავარიული კორპუსების ჩანაცვლების პროგრამაში მონაწილეობა სურთ. შეხვედრას პარლამენტის ვიცე-სპიკერი სოზარ სუბარი და „ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანი გურამ მაჭარაშვილი ესწრებოდნენ.
